უკრაინა

უკრაინის რადამ სახელმწიფო მოხელეებისთვის ინგლისური ენის ცოდნის კანონს მხარი დაუჭირა

22 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირების ნაწილს ინგლისური ენის ცოდნას ავალდებულებს.

320 დეპუტატიდან კანონს მხარი 278-მა დაუჭირა, 37 არ დარეგისტრირდა, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

ახალი კანონი ვრცელდება თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირზე, ასევე თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებზე, განათლების, ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე, პროკურორებზე, საბაჟოს თანამშრომლებზე, მაღალი წოდების ძალოვნებზე.

საჯარო მოხელეებისთვის ინგლისურის გამოცდა უფასოდ ჩატარდება. გამოცდის ჩაბარება 4 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის იმუშავებს NATO-ს STANAG 6001-ის სტანდარტი, რომელიც ინგლისური ენის პროფესიონალურ სფეროებში კომუნიკაციის დონეზე ცოდნას გულისხმობს.

კომენტარები