სააკაშვილმა ჯერ იმ შვილებს დაუბრუნოს მამა, ვისაც მოუკლა, ან დაუზიანა და ა.შ. ეს გაიხსენოს. მერე მეორეც, რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია. მაგრამ, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თუ ის შეძლებს და ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს, რასაც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გამო, ჯანმრთელობა დაზიანებული და დახოცილი ადამიანები, წართმეული ქონებები ჰქვია, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის [...] სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად არის პრეზიდენტის ფუნქციების მატარებელი და რა თქმა უნდა, ამის შანსი თეორიულად არსებობს. თუ ის კონსტიტუციის დარღვევისა და საკუთარი ხალხისგან გვერდზე გაწევის ტვირთის გარდა, სააკაშვილის მთელ ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობასაც აიღებს, როგორც მინიმუმ, ეს მისი პიროვნების განადგურებას უდრის.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
მაჭარაშვილი: სააკაშვილმა ჯერ იმ შვილებს დაუბრუნოს მამა, ვისაც მოუკლა, ან დაუზიანა
tbl.ge/6lwj
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. სააკაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით მის შვილებს მამა დაუბრუნოს.
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატიივანიშვილის დეპუტატიხალხის ძალამოძრაობა ხალხის ძალაგურამ მაჭარაშვილიმიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმე
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




