უკრაინა-აშშ

კიევში აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა

ლოიდ ოსტინი, კიევი, 2023 წლის 20 ნოემბერი
X

20 ნოემბერს კიევში აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

"ამ წუთას ჩამოვედი კიევში, რომ შევხვდე უკრაინელ ლიდერებს. დღეს მე აქ ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი შეტყობინება – შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ, როგორც ახლა, ისე მომავალში". – წერს ოსტინი.

ცოტა ხნით ადრე ოსტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან. მათ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს. 

22 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები