რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, არიან დაღუპულები

ხერსონი
Up.uk

20 ნოემბრის დილას რუსეთმა ხერსონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია ერთი ადამიანი. 

"ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი. განადგურებულია მანქანები და ერთი შენობა". – ამბობს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლექსანდრ პროკუდინი.

პროკუდინის თქმით საოკუპაციო ძალებმა კერძო სატრანსპორტო საწარმოს პარკინგი დაბომბეს. განვლილი 24 საათის განმავლობაში ხერსონი 51-ჯერ დაბომბა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.

კომენტარები