კრიმინალი

პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ნოემბერს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებული ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა. აღნიშნული სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები