დავით სერგეენკო

სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

ქართული ოცნების დეპუტატს, დავით სერგეენკო პარლამენტის დატოვება სურს. ამ მიზეზით, სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებით დღეს, 14 ნოემბერს მიმართა - ინფორმაცია ტაბულას პარლამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

განცხადება ამჟამად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. კომიტეტის მიერ სერგეენკოს მიმართვის განხილვა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც, იმავე დღეს პლენარული სხდომა ჩატარდება.

5 სექტემბერს, პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა იყო.

კომენტარები