ილონ მასკი

მასკი: ევროპა, როგორც ჩანს, სამოქალაქო ომისკენ მიემართება

Getty Images

მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს კომენტარით გამოეხმაურა.

X-ის ანგარიშ RadioGenoa-მ ლონდონში მომხდარი შეტაკების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მასკმა ამ სიტყვებით დააკომენტარა:

"ევროპა, როგორც ჩანს, სამოქალაქო ომისკენ მიემართება". 

ვიდეოს აღწერილობაში წერია: "შეტაკება ბრიტანელ პატრიოტებსა და ემიგრანტებს შორის ლონდონში. ევროკავშირის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ქაოსი უნდოდათ, რომელიც მიიღეს". 

RadioGenoa-ს გვერდზე ქსენოფობიური და ისლამოფობიური პოსტები ჭარბობს.

კომენტარები