ენმ

ხაბეიშვილი: ჩვენი კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე საზღვარზე გააჩერეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ს კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საზღვარზე შეაყოვნეს და საქართველოში არ უშვებენ. 

ხაბეიშვილი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც აეროპორტის თანამშრომლებს მიმართა.

"რომ გამცეთ პასუხი, ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლის კონსულტანტსაც, ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ საზღვარზე და პასუხი არ არსებობს [...] პასუხის გამცემი პირი მოვიდეს. მარტო გავრილოვისთვის და რუსი გენერლებისთვის არის აქ შემოსვლა ნორმალური, ხომ? და ბრიტანეთის მოქალაქე, ჩვენი კონსულტანტი გააჩერეს საზღვარზე, ახლა მოვიდეს ვინმე პასუხისმგებელი პირი და გაგვცეს პასუხი რატომ მოხდა ეს ყველაფერი". - ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბენ მალეტი რამდენიმე დღის წინ  საქართველოში იმყოფებოდა. ენმ-ს თავმჯდომარის აზრით, თვალთვალის შედეგად მმართველმა პარტიამ დაადგინა, რომ მალეტი ენმ-ს ოფისში დადიოდა და რამდენიმე დღის შემდეგ, ამ მიზეზით ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

კომენტარები