B-21 Raider

ამერიკულმა უახლესმა ბირთვულმა ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა შეასრულა [VIDEO]

აშშ-ს საჰაერო ძალების B-21 Raider-ის უახლესმა ბირთვულმა ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა შეასრულა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრენის ამსახველი ვიდეოები, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს. პენტაგონს ოფიციალური ჩანაწერები არ გაუვრცელებია. 

Reuters-ის ცნობით, ბომბდამშენი კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში, საჰაერო ძალების ობიექტიდან დაახლოებით დილის 7 საათისთვის აფრინდა.

B-21 Raider-ი არის ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენი. ავიაგამანადგურებელზე მუშაობა მისი მწარმოებელი კომპანია Northrop Grumman-ისა და აშშ-ს საჰაერო ძალების თანამშრომლობით საიდუმლოდ დაიწყო, რათა ჩინეთისთვის ბომბდამშენის მსგავსი ვერსიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ. 

ბომბდამშენი იყენებს სტელსის ტექნოლოგიას, რაც ავიაგამანადგურებელს ხილვადობის შეზღუდვის საშუალებას აძლევს. ბომბდამშენის პირველი პრეზენტაცია კი გასული წლის დეკემბერში გაიმართა.

აშშ-ს საჰაერო ძალები გეგმავს, შეიძინოს B-21 Raider-ის მინიმუმ 100 ავიაგამანადგურებელი და ეტაპობრივად დაიწყოს B-1-სა და B-2-ის ტიპის ბომბდამშენების ჩანაცვლება. ამასთან, იგეგმება ავიაგამანადგურებლის უპილოტო ვერსიის წარმოებაც. 

კომენტარები