რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში რუსმა ჯარისკაცებმა პოლკოვნიკი ცემით მოკლეს

ოკუპირებულ ყირიმში რუსმა ჯარისკაცებმა პოლკოვნიკი ცემით მოკლეს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა 1 ნოემბერს მოხდა.

" მე-20 დივიზიის მობილიზებულმა ჯარისკაცებმა პოლკოვნიკ მუსურბეკოვს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოკუპანტების არმიის ოფიცერი პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მისი სიკვდილი 7 ნოემბერს, სიმფეროპოლის საავადმყოფომ დაადასტურა, მიზეზად კი სხეულზე მიყენებული ტრავმები დასახელდა". – 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობიდან მალევე, მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულმა რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს სიმფეროპოლის რაიონი და რუსეთში, კრასნოდარის მხარეში გაიქცნენ.

კომენტარები