აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ რვა დასახლების დაბრუნება მოსთხოვა

ილჰამ ალიევი
TACC

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სომხეთისგან რვა დასახლების დაბრუნებას ითხოვს.

"სომხეთმა მშვიდობიანი პროცესისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე რეგიონში აღდგენისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის მუქარის გზა აირჩია. სომხეთმა არ გაიყვანა შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეგიონში მშვიდობის მთავარ საფრთხედ რჩებიან. გარდა ამისა ეს ძალები ფინანსდება და იარაღდება ერევნიდან". – წერია უწყების განცხადებაში.

რვა დასახლებული პუნქტის შესახებ საუბარი ილჰამ ალიევმა მიმდინარე წლის ზაფხულში წამოიწყო. საუბარია 7 სოფელზე ტავუშის ოლქში, სომხეთში და 1 სოფელზე არარატის ოლქში, ნახიჩევანის მიმდებარედ. 

ალიევის ტერიტორიულ პრეტენზიას ნიკოლ ფაშინიანმა ოქტომბერში უპასუხა:

"თავის მხრივ ჩვენც გვაქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, იმავე ტავუშის ოლქში მაგალითისთვის აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გაგვაჩნია".   

 

კომენტარები