სომხეთი

დსთ-ს არსებობის ისტორიაში პირველად სომხეთი უსაფრთხოების საბჭოს ყრილობას არ დაესწრება

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში დაგეგმილ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეთა შეხვედრას არ დაესწრება. ინფორმაციას უწყების პრესსპიკერი ტატევიკ პეტროსიანი ავრცელებს.

"სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე არმენ გრიგორიანი მოსკოვში არ გაემგზავრე და მონაწილეობას არ მიიღებს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეთა შეხვედრაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში 8 ნოემბერს არის დაგეგმილი". – ამბობს პეტროსიანი.

13 ოქტომბერს, ბიშკეკში გამართულ დსთ-ს სამიტს არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

კომენტარები