მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

სარჯველაძე კირბალზე: წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთი ქართველია მოკლული იმავე პირობებში

ოკუპანტი სახელმწიფოა ის, ვინც პასუხისმგებელია მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. მაგრამ, შეიძლება, ჩვენ აღმოვაჩინოთ ბევრი შეცდომა, რომელმაც შეიძლება განაპირობა ამ რეზულტატის გარდაუვლობა. შეიძლება, ყოფილიყო ნაკლებად მტკივნეული, ნაკლებად ფატალური, ნაკლებად მძიმე ეს ოკუპაცია, რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები. [...]

კეთდება ყველაფერი, რაც შესაძლოა რომ გაკეთდეს იმისათვის, რომ დეოკუპაცია განხორციელდეს - ომის გარდა უკლებლივ ყველაფერი. თუ თქვენს კითხვაში გულისხმობთ - ომს ვიწყებთ თუ არა, არ ვიწყებთ. უკვე იცით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაცხადებული და მტკიცე პოზიცია.

[...] იმავე ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოკლული იგივე მოცემულობაში პრაქტიკულად, როგორც ახლა ამ ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს ოკუპაცია გრძელდება. [...] ყველაფერი გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ეს კონკრეტული ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაზე. 

კომენტარები