მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

მილერი გინტურის მკვლელობაზე: ნათელი მაგალითია, თუ რა დესტრუქციას იწვევს რუსეთის ოკუპაცია

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ. ეს მკვლელობა არის ნათელი მაგალითი იმ დესტრუქციის, რასაც იწვევს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია.

წერს სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები