რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

Reuters: პუტინი 2024 წლის არჩევნებშიც იყრის კენჭს

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში, 2023 წლის 18 ოქტომბერი.
კრემლი

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2024 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, რა შემთხვევაშიც, იგი ძალაუფლების შენარჩუნებას 2030 წლამდე შეძლებს.

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისმა მრჩევლებმა 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის მომზადება დაიწყეს.

პუტინისთვის, რომელიც რუსეთის სამთავრობო მედიას აკონტროლებს, მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და არ არსებობს პოლიტიკური მოწინააღმდეგე, საარჩევნო პროცესი ფორმალობას წარმოადგენს და მისი არჩევნებში გამარჯვება უდავოა.

კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები