წყალმომარაგების შეზღუდვა

დიდუბის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, მიზეზი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია. ­

GWP-ის განცხადებით, აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორე მღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის” - აცხადებს GWP.

კომენტარები