გერმანია

კაცი, რომელიც ჰამბურგის აეროპორტში შეიჭრა, პოლიციას ჩაბარდა

Fabian Bimmer/REUTERS

კაცი, რომელიც ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიჭრა, პოლიციას ჩაბარდა. მანქანაში კაცს თავისი მცირეწლოვანი შვილი 18 საათის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი. პოლიციის ცნობით, 4 წლის ბავშვი არ დაშავებულა.

ჰამბურგის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ შეჩერებულია და აეროპორტის შესასვლელები გადაკეტილია. 

კვირას, გამთენიისას გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტი დაიკეტა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირი ავტომობილით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა.

პოლიციის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გერმანული გამოცემის ცნობით, ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გაისროლა. 

კომენტარები