გერმანია

ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მობილიზებულია პოლიცია

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტი დაიკეტა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირი ავტომობილით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა.

გერმანული გაზეთის მიხედვით, ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გაისროლა. 

პოლიციის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შემდგომ დადასტურდა, რომ ავტომობილში მამაკაცთან ერთად მცირეწლოვანიც იმყოფებოდა. 

ფედერალური პოლიციის სპიკერის, თომას გერბერტის თქმით, ადგილზე დიდი რაოდენობით რეგიონული და ფედერალური პოლიციის ოფიცრები არიან მობილიზებული.

კომენტარები