რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის პატრიარქს ომის მხარდაჭერისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

Mikhail Svetlov/Getty Images

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. მიზეზად უკრაინაში რუსეთის სრულამასშტაბიანი შეჭრის "გამართლება" დასახელდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, პატრიარქი კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საჯაროდ მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ ომს. 

19 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ამკრძალავ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კანონის ფარგლებში აიკრძალება რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებულია გავლენის ცენტრებთან "სახელმწიფოში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებს". 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო), რომელსაც ომში რუსეთის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.

კომენტარები