ქართველი მეზღვაურების დაღუპვა საბერძნეთში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვას ადასტურებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა.

ამავე ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი სარემონტო სამუშაოებზე იმყოფებოდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებითვე, რაც შეეხება მეორე მეზღვაურს, ამავე გემზე უბედური შემთხვევის შედეგად იგი 26 ოქტომბერს დაიღუპა, ხოლო 2 ნოემბერს საქართველოში გადმოასვენეს. 

"აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, ბატონ გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები