რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადგილობრივი დაშავდა – უკრაინა

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარიჩნეში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადგილობრივი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

"ოკუპანტებმა რაკეტით მიიტანეს იერიში ზარიჩნიზე. მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადგილობრივი - 4 მამაკაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს სასწრაფოდ გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება". - თქვა მან.

ამასთან, მალაშკოს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის მოხდა თავდასხმა. 

მისივე თქმით, რუსეთმა გასულ დღეს ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელზე იერიში 126-ჯერ მიიტანა. 

მალაშკო ტელეგრამ-არხზე ასევე წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ასევე 22 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს გულიაიპოლზე, ნოვოდარივკაზე, ჩერვონიზე, ბილოგირსა და სხვა დასახლებებზე. 

კომენტარები