ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ენმ დღეს არის კეზერაშვილ-მერაბიშვილი, პარტია მიტაცებულია

არავითარ შემთხვევაში ჩემი გეგმები არ იცვლება... რამდენიმე სხვა ქალაქში იქნება რამდენიმე შეხვედრა და ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. და ყველა მიიღებს თავის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას...

როდესაც საუბარია, რომ პარტია არ უნდა ვლანძღოთ, პირდაპირ, გახსნილად მითქვამს და გავიმეორებ, ახლა უფრო აქტუალურია ალბათ ეს საკითხი. ჩემთვის კეზერაშვილის და მერაბიშვილის, როგორც არაფორმალური მმართველების კრიტიკა - და ამ ადამიანების შემთხვევაშიც კი არ არის არასდროს ლანძღვა - არ არის პარტიის კრიტიკა და მით უფრო, პარტიის ლანძღვა...

პარტია დღეს არის კეზერაშვილ-მერაბიშვილი. ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და არ ვაპირებ თვალებში ნაცარი შევიყარო. დღეს პარტია არის მიტაცებული და ქრონოლოგიურად ეს მიტაცება მათ განახორციელეს 5 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რა ფორმით მოითხოვეს არჩევნების ჩატარება, პირველივე წამიდან მათ გახლიჩეს პარტია.

[...]

დღეს ჩემთვის კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ივანიშვილი რა თვალსაზრისით ჰგვანან იცით ერთმანეთს? ჩემთვის ზღვარი ამ ადამიანებს შორის წაშლილია რა მხრივ იცით? არცერთი მათგანი არც კი ცდილობს ასახოს ხალხის ინტერესი პოლიტიკაში... მათ აქვთ ფული და ამ ფულის საპატრონებლად და მოსავლელად სჭირდებათ პოლიტიკა, პოლიტიკისთვის კი არ სჭირდებათ ფული.

თქვა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა ენმ-ს შიგნიდან რყევა არ სჭირდება და ვისაც პარტიის ლანძღვა სურს, ის უნდა დატოვოს.

კომენტარები