არჩევნები 2024

პრემიერი: 2024-დან ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, პრესსამსახურები ანუ ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ. ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, კიდევ ეტაპობრივად, ყოველ წელს გავზარდოთ, იმის მიხედვით, რა შემოსავლებიც გვექნება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო წელს ყოფილი ძალოვნების პენსიაც გაიზრდება.

კომენტარები