გერმანია-უკრაინა

25 ტანკი, 12 ჯავშანტრანსპორტიორი – გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

მზვერავი დრონი Primoco One
Defence-industry.eu

უკრაინა გერმანიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ინფორმაციას ფედერალური მთავრობის საიტი ავრცელებს.

"გერმანია ეხმარება უკრაინას, აწვდის აღჭურვილობასა და შეიარაღებას, რომელიც ფედერალური ფონდებიდან ფინანსდება". – წერია საიტზე.

გერმანიის ახალ პაკეტში შედის:

  • 12 ჯავშანტრანსპორტიორი
  • 2 TRML-4D რადარები
  • 7 მზვერავი დრონი Primoco One
  • 2 ვერთმფრენებისგან თავდაცვის სისტემა
  • 5 საზღვაო დრონი
  • 10 000 დამცავი სათვალე
  • 32 SatCom-ის ტერმინალი
  • 3D პრინტერი
  • 4 გამწევი მანქანა
  • 12 სატვირთო მანქანა
  • ზამთრის ტანსაცმლის 30 000 კომპლექტი
  • 25 ტანკი Leopard 1 A5

გერმანიამ ახლო წარსულში უკრაინას გადასცა უპილოტო საფრენი აპარატები Sonobot 5, რომლებიც საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად გამოიყენება.

კომენტარები