ევროკავშირი-უკრაინა

ბერბოკი: გვინდა უკრაინა ევროკავშირის წევრად ვიხილოთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების საჭიროებას და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინის ბლოკში მიღებას.

"ჩვენ გვინდა უკრაინა ვიხილოთ ევროკავშირის წევრად. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გეოპოლიტიკური შედეგი". – ამბობს ბერბოკი.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საბჭოს დეკემბერში ეს გზავნილი ექნება. თუმცა, გაფართოებული ევროკავშირი ძლიერი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გავაკეთებთ იმას, რისგანაც დიდი ხანი თავს ვიკავებდით - თუ განვიხილავთ და გადავაფასებთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ბლოკი". – თქვა ბერბოკმა.

14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების გაწერასთან ერთად გადაწყდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. 

კომენტარები