შვეიცარია-უკრაინა

შვეიცარია უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებას 2025 წლამდე გაახანგრძლივებს

Ipnu.ua

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პაკეტის 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

"უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის. ამიტომ S სტატუსი იმ უკრაინელებისთვის, ვინც თავშესაფარს ეძებენ, 2025 წლის 4 მარტამდე გაგრძელდება". – წერია შვეიცარიის მთავრობის საიტზე.

ფედერალურმა საბჭომ ასევე ლტოლვილების სამუშაო ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციის პროგრამაც შეიმუშავა. 2024 წლის ბოლოსთვის შრომისუნარიანთა 40% უნდა დასაქმდეს. ამ დროისთვის დევნილთა მხოლოდ 20%-ია დასაქმებული.

S სტატუსის მქონე პირებს ცხოვრების, მუშაობის, ფინანსური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების საშუალება ეძლევათ. საბუთი ერთი წლით გაიცემა და მომავალში გახანგრძლივების საშუალებასაც იძლევა.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებას 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივებს.

კომენტარები