ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი, რასაც ახლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ, მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც-ვიღაცებს, რომ ხელოვნული, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა. ისედაც რთული შემთხვევაა და ამ აჟიოტაჟით კიდევ უფრო ართულებენ საქმეს. ამის იქეთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს გეტყვით, უამრავი არხია ჩართული იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ ამ საქმეში.
ირაკლი კობახიძე
კობახიძე ბებუაზე: მგონი, უნდათ, აჟიოტაჟით უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა
tbl.ge/6l09
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად გამართული აქციის შესახებ.
2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგამოძიებო სამსახურების მტკიცებით, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს. ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




