კანდიდატის სტატუსი

კობახიძე: "ყველაფრის მიუხედავად მოგვეცით სტატუსი" ნიშნავს, რომ NGO-ებს არ უნდათ სტატუსი

პირველ რიგში, "მიუხედავად ყველაფრისა, მოგვეცით სტატუსი" - ეს მესიჯი ნიშნავს, "არ მოგვცეთ სტატუსი". ზუსტად ამას ნიშნავს. ეს შედარება იყო ხომ მოყვანილი, გამოცდაზე და პროფესორზე. როდესაც მიდიხარ და ეუბნები, ჩემი ბავშვი მომზადებული არ არის, მაგრამ დაუწერე ნიშანი, ეს არის მოწოდება, რომ შენს ბავშვს ნიშანი არ დაუწეროს, სინამდვილეში, ან ისეთი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე, რომ ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი ამ NGO-ებს, ან კიდევ სინამდვილეში ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს გზავნილი.

"ყველაფრის მიუხედავად მოგვეცით სტატუსი" - ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ, სტატუსი მოგვენიჭოს, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი მტკიცებულება შემოგვთავაზეს ამ NGO-ებმა, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე მათ არავითარ განცხადებას ჩვენთვის ფასი არ აქვს, ერთადერთი, რასაც აქვს ფასი, ეს არის ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება.

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას, რომელიც NGO-ების განცხადებას ეხებოდა. 200-მდე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების თხოვნით მიმართა. 

კომენტარები