ანტისემიტიზმი

კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი ანტისემიტური მუქარის წერილების გაგზავნისთვის დააკავეს

(AP pic)

კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის პატრიკ დაი აშშ-ს ფედერალურმა გამოძიების ბიურომ ანტისემიტური მუქარის წერილების გაგზავნის გამო დააკავა. სტუდენტი კორნელის უნივერსიტეტის ებრაელ სტუდენტებს ძალადობის მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და მათ მოკვლით ემუქრებოდა. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს კონგრესში ისაუბრეს აშშ-ში მცხოვრები ებრაელი სტუდენტებისადმი ანტისემიტურ საფრთხეებზე. კორნელის უნივერსიტეტი ამერიკის Ivy League-ის წევრი სასწავლებელია, სადაც ებრაელი სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ კორნელის უნივერსიტეტის კედლებზე რამდენიმე ძალაობრივი მუქარის შემცველი ანტისემიტური წარწერები გამოჩნდა. 

კორნელის უნივერსიტეტი ანტისემიტიზმის საფრთხის გამო FBI-ის დახმარებას სთხოვს

კომენტარები