რუსეთი

ფულის გათეთრებისა და სანქციების დარღვევის ბრალდებით საფრანგეთში რუსი მილიარდერი დააკავეს

პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ალექსეი კუზმიჩოვი ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების და საერთაშორისო სანქციების დარღვევის ბრალდებით საფრანგეთში დააკავეს.

საფრანგეთის პროკურატურამ დაადასტურა დაკავების შესახებ ინფორმაცია და განმარტა, რომ ჩატარდა ჩხრეკა არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, კუზმიჩოვის პარიზის სასახლესა და სენტ-ტროპეს ვილაში.

აღნიშნულ ოპერაციაში სამოცამდე პირი იყო ჩართული, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები კორუფციასთან ბრძოლის ცენტრალური დეპარტამენტიდან. გავრცელებული ინფორმაციიათ, ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ნაღდი ფულის დასტები. 

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კუზმიჩოვი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. 

Forbes-ის ინფორმაციით, კუზმიჩოვის ქონება $6.4 მილიარდს შეადგენს. 

 

კომენტარები