მამუკა მდინარაძე

მდინარაძე ხაბეიშვილზე: არასერიოზული კაცია, სერიოზულ კაცზე შეიძლება, გავბრაზებულიყავით

არასერიოზული კაცია და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. ცოტა სერიოზულ კაცს რომ გაეკეთებინა ეს განცხადება, შეიძლება, გავბრაზებულიყავით და გვეთქვა, რომ, იცით რა, მუქარა როგორ შეიძლება საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. 

ხაბეიშვილის განცხადებაზე ვერ გააკეთებ სერიოზულ კომენტარს, ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ეს ადამიანები ცდილობენ ბოლო დროს ამ სულელური რადიკალიზმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, სხვა ვერაფრით ვერ ეჯიბრებიან და სახელმწიფოსგან თავის დროზე მოპარული ფულების გაყოფას სხვა გზით ვერ ცდილობენ, შიდა არეულობაც ამ ყველაფრის გამოძახილია.

სამწუხაროდ, ეს პარტია მეორე ადგილზეა ჯერ კიდევ საქართველოში. ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზეა და მისი ხელმძღვანელი ასეთი სასაცილო ფიგურა რომ არის ყველაფერზე ეს მეტყველებს. მათ შორის, ჩემი აზრით, მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა მისი ნებისმიერი განცხადება.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს. ხაბეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხეში მონახულების უფლებაზე უარის მიღების გამო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე თქვა - "ვემუქრები პაპუაშვილს, კი, ვემუქრები. მოუწევს არასაქმიან გარემოში ყოფნა, იმიტომ რომ, როგორც ის მიშლის საქმიანობაში ხელს, აუცილებლად, მეც ვეცდები კანონის შესაბამისად, რაც მაქვს მონიჭებული, ისე გავაპროტესტო და ხელი შევუშალო მას".

კომენტარები