გერმანია

პისტორიუსი: შესაძლოა, ევროპაში ომის საფრთხე დადგეს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ევროპაში ომის საფრთხე არსებობს და გერმანელი სამხედროები და საზოგადოება ამისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ პისტორიუსმა ZDF-ის ეთერში ისაუბრა.

პისტორიუსის თქმით, აუცილებელია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტსა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ ჰქონდეს გავლენა გერმანულ საზოგადოებაზე.

"უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შესაძლოა, ევროპაში ომის საფრთხე დადგეს". - თქვა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარები და ეს ეხება როგორც ბუნდესვერს (ჯარი), ასევე საზოგადოებას. 

"ომისთვის მზად უნდა ვიყოთ". - დაამატა პისტორიუსმა.

ამავდროულად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უფრო მეტად ესკალირების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები