მეთიუ პერი

FRIENDS-ის მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის სახლის აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.

მეთიუ პერის მსოფლიო პოპულარობა Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა.

კომენტარები