ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი: ჰამასის ლიდერების მოსკოვში მიწვევა ტერორიზმის მხარდაჭერას ნიშნავს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ლიორ ჰაიატი

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ლიორ ჰაიატის თქმით, ისრაელი ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერების რუსეთში მიწვევას "უხამს" ნაბიჯად მიიჩნევს.

"ჰამასი ისლამურ სახელმწიფოზე (ISIS) უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჰამასის მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის დასვრილი, რომლებიც [მათ] დახოცეს, მოკლედ, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებაზე, მათ შორის, ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების. ისრაელი ჰამასის ლიდერების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აძლევს ლეგიტიმაციას ჰამასის ტერორისტების სისასტიკეს. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს ჰამასის ლიდერები". - წერს ლიორ ჰაიატი განცხადებაში.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დელეგაცია იმყოფება. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

კომენტარები