ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ზახაროვა: შემიძლია დავადასტურო, რომ ჰამასის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან

მარია ზახაროვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ადასტურებს.

"შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ შესაბამისი პალესტინური მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან. რაც შეეხება კონტაქტებს, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწოდებთ". - თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მანამდე, რუსულ პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ჰამასის დელეგაციის წევრმა ანონიმურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჰამასის დელეგაცია ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. პოლიტბიუროს წევრი, აბუ მარზუკის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფებოდა.

კომენტარები