აშშ-კატარი

WSJ: აშშ და კატარი შეთანხმდნენ, რომ დოჰა ჰამასთან საკუთარ ურთიერთობას გადახედავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. დოჰა, 13 ოქტომბერი, 2022 წელი.
Jacquelyn Martin/AP

აშშ და კატარი შეთანხმდნენ, რომ დოჰა გადახედავს ურთიერთობას ტერორისტულ ორგანიაზაცია ჰამასთან, მას შემდეგ, რაც შეასრულებს საკუთარ როლს ტყვეების გათავისუფლების პროცესში. ამის შესახებ The Washington Post დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მქონე ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.

დიპლომატების ცნობით, ჯერჯერობით გადასაწყვეტია ურთიერთოებების გადახედვა გაითვალისწინებს თუ არა, კატარში მცხოვრები ჰამასის ლიდერების ქვეყნიდან დეპორტაციას ან სხვა ამგვარი ზომის მიღებას. კატარის დედაქალაქ დოჰაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ოფისები მდებარეობს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, მხარეებმა შეთანხმებას დოჰაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვედრის დროს მიაღწიეს. დიპლომატების თქმით, ვაშინგტონს ამ ნაბიჯით სურს ბალანსი შექმნას ბაიდენის ადმინისტრაციის მოკლევადიან მიზანს – რაც შეიძლება მეტი გატაცებულის დახსნასა და ჰამასის იზოლირების გრძელვადიან სტრატეგიას შორის.

The Washington Post აღნიშნავს, რომ კატარი აშშ-სა და ისრაელს მძევლების გამოხსნის საკითხში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს და აქვს ჰამასთან კომუნიკაცია, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და პალესტინური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გასასვლელის შექმნა.

ამავდროულად, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჰამასის პოლიტიკური ლიდერებისთვის თავშესაფრის მიცემა და მათთვის ოფისების გახსნის უფლება კატარს ათ წელიწადზე მეტია გაცემული აქვს, რაც "აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელებისა და სხვა ისრაელის მხარდამჭერი, კომპრომისის მოწინააღმდეგე ჯგუფების კვლევის ობიექტი არაერთხელ გამხდარა".

კომენტარები