ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: პალესტინელების მიერ დასახელებულ გარდაცვლილთა რიცხვს არ ვენდობი

 REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 ოქტომბერს თქვა, რომ პალესტინელების მხრიდან დასახელებულ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვებს ის არ ენდობა. მისი თქმით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცება, რომ ღაზის სექტორში 6 500 ადამიანი მოკვდა არასანდოა. 

ბაიდენს თეთრ სახლში ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, პალესტინაში დაღუპული 2 700 ბავშვი ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ისრაელი აშშ-ს მოწოდებებს უგულვებელყოფდა. ამ კითხვაზე ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის არ ენდობა პალესტინური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ღაზის სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ.

"ისრაელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ მიზანში ამოიღონ მხოლოდ ისინი, ვინც ისრაელს თავს ესხმიან და საწინააღმდეგო არანაირად არ შედის ისრაელის ინტერესებში" - დაამატა ჯო ბაიდენმა. 

კომენტარები