საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი: ვისაც ვესაუბრე, ყველა პარტია ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს კანდიდატის სტატუსს

როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძის გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, სამნიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ არჩევნებამდე უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება. მან პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, რომ ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. 

გამოყენებულია ინტერპრესნიუსის თარგმანი.

კომენტარები