აზია

ოთხი ჩრდილოეთკორეელი ხის ნავით სამხრეთ კორეაში გადაიპარა

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ აღმოაჩია პატარა ხის ნავი, რომლითაც 4 ჩრდილო კორეელი სამხრეთ კორეაში გადაიპარა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეის ოთხი მოქალაქის მიზანი ქვეყნიდან გაქცევა იყო.

სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნავში მყოფი კაცი და სამი ქალი ერთი ოჯახის წევრები არიან. აღნიშნულ დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ქვეყნის გაერთიანების სამინისტრო. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი შესახებ მეტი დეტალის დასადგენად. 

ჩრილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეიდან გაუსაძლისი პირობების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა სამხრეთ კორეაში. მათგან უმრავლესობამ გაქცევა ჩინეთის გავლით სცადა.

კომენტარები