ენმ

ხაბეიშვილი მელიაზე: ერთი-ერთში ემთხვევა ღარიბაშვილის, POSTV-ისა და იმედის ნარატივს

ვწუხვარ ამ კონკრეტული ადამიანის გამო, მისი განცხადების გამო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება ამას უყურებს. ერთი-ერთში ეს განცხადებები ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ, ასე ვთქვათ, გაწეულ კამპანიას. ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის, POSTV-ის და ტელეკომპანია იმედის, თუ გნებავთ რუსთავი 2-ის ნარატივს.  ვწუხვარ ამის გამო და ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს ამ განცხადებას. მე, მაგალითად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე, ძალიან ბევრს ვიდარდებდი თუ კობახიძისნაირად ვმეტყველებ და თუ პოსტვ-ის მსგავსად ვლაპარაკობ. მე ამაზე ძალიან ვიდარდებდი.

რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში, თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის, კობახიძის, პოსტვ-ის, იმედის ენით ვსაუბრობ, აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან ცუდ გზას არის კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი.

თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას განცხადებაზე, რომ ის ვერ დარჩება პარტიაში, რომელშიც არაფორმალური მმართველობა იქნება.

კომენტარები