ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შეჩერდით, ძმებო! – პაპი ისრაელ-ჰამასის ომზე

Andreas Solaro/AFP/Getty Images

22 ოქტომბერს პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე, მისი ტრადიციული ლოცვის შემდეგ, ისრაელ-ჰამასის ომს გამოეხმაურა.

"ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ის ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით! ". - თქვა პაპმა.   

მან ასევე ჰამასს ჰუმანიტარული სივრცეების გახსნისა და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


11 ოქტომბერს პაპმა ფრანცისკემ ჰამასს მოუწოდა ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლებინა.

"ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ". - თქვა პაპმა.

კომენტარები