ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: მეჩეთზე საჰაერო თავდასხმა მიზნად ისახავდა გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთას

Mohammed Ateeq/Reuters

ისრაელი თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, კვირა დილით ავიაიერიში დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში მდებარზე მეჩეთზე მიიტანეს, რათა გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმა აღეკვეთათ

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ვიცეპოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა  CNN-ს უთხრა, IDF-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაუვალი თავდასხმა ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ერთობლივი რაზმისგან თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და ის ალ-ანსარ მეჩეთში მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრიდან მზადდებოდა.

ტერორისტული გვირაბის სისტემა მეჩეთის შიგნით IDF-მა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი ოპერაციის დროს აღმოაჩინა, როცა ჯენაში ორი დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

IDF-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტერორისტები მეჩეთს თავდასხმების დასაგეგმ და აღსასრულებელ ბაზად იყენებდნენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას, რომელიც დაახლოებით 28 საათს გრძელდებოდა, სულ მცირე, 13 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები