ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და ბელარუსის ურთიერთობაზე ისაუბრა. 

ბჟანიამ აღნიშნა, რომ ე.წ. აფხაზეთის დელეგაცია თვის ბოლოს ბელარუსში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება, ამავდროულად, ამასთან ერთად, მისი თქმით, ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ადრეა იმის თქმა, რომ ბელარუსი მზად არის აღაიროს აფხაზეთი, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს". – ამბობს ბჟანია. 

გუშინ, 19 ოქტომბერს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა და აღნიშნა: "იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს".

აქამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება".

ბჟანიას თქმით, ზელენსკი მსგავსს განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და "დასავლეთი მათზე ან დუნედ რეაგირებს ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი იზიარებენ ასეთ შეხედულებებს აფხაზეთთან მიმართებით".

"ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ლიდერების მთელი არსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ომის დაწყებაზე და არანაირი რეაქცია არ არის". - თქვა ბჟანიამ.  

აფხაზეთის პორტში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების საბაზო პუნქტის განთავსება ოჩამჩირაში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".

კომენტარები