გერმანია

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰამასის მხარდამჭერების დეპორტაციის ინიციატივით გამოდის

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, უნდა მოხდეს გერმანიიდან ჰამასის მხარდამჭერების დეპორტაცია, ხოლო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ სახელმწიფო ყურადღების დააკვირდება ქვეყანაში პოტენციურ საფრთხეებს.

"თუ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის მხარდამჭერების დეპორტაცია, ეს უნდა გავაკეთოთ". – თქვა ფეზერმა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ჰამასის მხარდასაჭერი "პროპაგანდის" აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სპეციალურ უწყებებს. 

"ჩვენ არ დავუშვებთ ამ საზიზღარი სიძულვილისა და შემაძრწუნებელი ძალადობის გავრცელებას". – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ისრაელსა და ჰამასს შორის დაძაბულობის შედეგად დასავლეთში არაერთი პროპალესტინური და ანტისემიტური ხასიათის აქცია და მსვლელობა გაიმართა. 

18 ოქტომბერს, დილის საათებში ბერლინის ერთ-ერთ სინაგოგას ორმა პირმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. 

პოლიციის მიხედვით, გამოძიება "ძლიერი ხანძრის გაჩენის მცდელობის" ბრალდებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დილის 3:45 საათზე, სინაგოგას ორი შენიღბული პირი მიუახლოვდა და ორი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, რის შემდეგადაც ისინი გაიქცნენ.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. მისი თქმით, გერმანია არ შეეგუება ძალადობასა და ანტისემიტურ პროტესტს. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ებრაული ინსტიტუციებისა და დაწესებულებების დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება.

კომენტარები