ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Reuters: აშშ შეძენილი "რკინის გუმბათის" სისტემის ისრაელისთვის დაბრუნებას გეგმავს

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ გეგმავს ისრაელისგან ნაყიდი ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათის" ისრაელისთვის დაბრუნებას, რათა მან ტერორისტების მიერ გასროლილი რაკეტებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამის შესახებ Reuters-თან აშშ-ის კონგრესის თანამშრომელმა ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესის წევრებს უთხრა, რომ იგეგმება "რკინის გუმბათის" სისტემის ისრაელისთვის იჯარით დაბრუნებას. ისრაელს აღნიშნული თავდაცვითი სისტემა შესაძლოა უახლოეს დღეებში გადაეცეს.

პენტაგონმა ისრაელისგან რკინის გუმბათის სისტემა წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე, ჩინეთის მიერ გასროლილი რაკეტებისგან დასაცავად შეიძინა. 

ამასთან ერთად, 18 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ისრაელის მოსახლეობას მიმართა, რომლის მიზანიც ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო.

ბაიდენის თქმით, ამერიკა ისრაელს საჭიროებისამებრ გაუწევს სამხედრო დახმარებას: "რკინის გუმბათს სრულად მოვამარაგებთ, რათა იგი ისრაელის ცაზე გუშაგად იყოს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს მფარველობს".

პრეზიდენტი ბაიდენმა მიმართვისას თქვა, რომ ამერიკა $100 რაოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ღაზისა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. იგი ასევე, უზრუნველყოფს, რომ  ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარება საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენოს.

კომენტარები