სომხეთი-რუსეთი

ვხედავთ, როგორ ცდილობენ სომხეთის გადაქცევას მე-3 უკრაინად – რუსული მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  
ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე

რუსული სამთავრობო მედია რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აქტიურად მიჰყვება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ნაბიჯებს. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ 17 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ევროპარლამენტში აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და პროვოკაციული იყო, განსაკუთრებით რუსეთთან და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ სომხეთის გადაქცევას მე-3 უკრაინად, თუ მოლდოვას განვიხილავთ მე-2 უკრაინად და ფაშინიანი ნახტომებს დგას ვოლოდიმირ ზელენსკის გზაზე". - TACC-ის ცნობით, თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა. 

17 ოქტომბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის მოკავშირეები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არათუ არ დაეხმარნენ ერევანს, არამედ მათ საჯაროდ მოუწოდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლისკენ. ამასთან, ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი "მოკავშირეებისგან" გაკეთდა მსგავსი მოწოდებები.

კომენტარები