პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზარქუა პრეზიდენტზე: ვერ გაიაზრა, რომ ეს არაა მისი სასახლე, იქ ვინც უნდა, ის მიიწვიოს

ქალბატონმა პრეზიდენტმა  ვერ გაიაზრა, მოვიდა ახლა აქ და გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები. კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე, იქ ვინც უნდა, ის შეუძლია მოიწვიოს. ორი დღეა გვევაჭრება. უნდა რაღაც სტუმრები და შოუ რომ დადგას. ოპოზიციასაც მიმართა, გარეთ დამელოდეთო. საგიჟეთში ვცხოვრობთ. პარლამენტში უნდა, რომ ადვოკატებით მოვიდეს? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთ-ერთი რიგითი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს, მისი მოვალეობები, კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ და თუ გაიგებს, გაიგებს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

კომენტარები