ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შოლცი: ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლებისთვის დახმარების მიწოდებაზე ვესაუბრე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. 17 ოქტომბერი, 2023 წელი.
AP Photo/Maya Alleruzzo, Pool

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ისრაელში ვიზიტის დროს ის ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარს ეგვიპტის პრეზიდენტთანაც გეგმავს. ამის შესახებ შოლცმა ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი, ჩვენი ნაბიჯები ეფუძნება კანონის უზენაესობას. პრემიერმინისტრს ვესაუბრე გზებზე, რათა ღაზის სექტორში მცხოვრებმა ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს". - თქვა შოლცმა.

ამავდროულად, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გამწვავდეს.

"პირდაპირ ვამბობ, რომ არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ამ კონფლიქტში გარედან ჩარევა. ეს იქნება სერიოზული და მიუტევებელი შეცდომა". - თქვა შოლცმა.

კომენტარები