ქართული ოცნება

კობახიძე: ვაპირებთ, რომ 2028 წლის არჩევნებშიც გავიმარჯვოთ

სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს. სინამდვილეში კი არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის. რადგან, ერთი, იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და მეორე, ოცნება შემდეგი 4 და იმის შემდეგი 4 წელიც მაგრად იქნება. ჩვენ არჩევნების მოგებას არა მარტო 2024 წელს ვაპირებთ, არამედ, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"ოცნების ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ, თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის, მე აღარ მაინტერესებს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები