ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა

Susan Walsh/AP

Reuters-ის ცნობით, აშშ-ს სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელს ეწვია. აშშ-ს მხარეს ვიზიტის შესახებ მედია საშუალებებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. კურილას თქმით, მისი ვიზიტის მიზანი ისრაელის სამხედრო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. გენერალი მაიკლ კურილა ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურია ახლო აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კონფლიქტში პირდაპირ არ ერთვება მან თავისი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში მნიშვნელოვნად გაზარდა. პენტაგონმა ისრაელს საჰაერო თავდაცვისა და შეიარაღების დახმარების პაკეტი უკვე მიაწოდა. 

"მე აქ ვარ, რათა დავარწმუნდე, რომ ისრაელს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება თავდაცვისთვის. განსაკუთრებით კი სხვა ძალების კონფლიქტში ჩართვის პრევენციისთვის" - თქვა მაიკლ კურილამ. 

კომენტარები